ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
მამუკა გონგაძემ, რომელიც წლების მანძილზე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, თანამდებობაზე ელდარ შენგელაია შეცვალა.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი, ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი მამუკა გონგაძე დაინიშნა.
მამუკა გონგაძე 2008-2021 წლებში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, წლების განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო მუდმივმოქმედი კომისის წევრიც. ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დიზაინის განყოფილების უფროსი. 
ქართული დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2021
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
მამუკა გონგაძე არის არაერთი სახელმწიფო დაწესებულების ემბლემის, ჯილდოს, მუნიციპალური სიმბოლოს, ეროვნული ბანკის საცირკულაციო, საიუბილეო, საინვესტიციო და მემორიალური მონეტების ავტორი. მის მიერ არის შექმნილი საქართველოს სახელმწიფო სამხედრო-საბრძოლო დროშათა პაკეტი, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმები), ატრიბუტიკა და სამხედრო სიმბოლიკა, ქართული ეროვნული ფულის ბანკნოტები, ქართული ლარის ნიშანი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დოკუმენტები.
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 2008 წლის 29 თებერვალს შეიქმნა. ეს არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვას. საბჭოს მიზანია სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება, ახალი სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შემოღების შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, ქვეყანაში სახელმწიფო სიმბოლიკის და მისი მნიშვნელობის პოპულარიზაცია და ა.შ.
 
ყველა ახალი ამბავი
0