„რა ხალხი...“ – კახა კალაძის წარდგენაზე ნინა წკრიალაშვილის კომენტარმა აჟიოტაჟი გამოიწვია

© photo: courtesy of Nina Tskrialashviliნინა წკრიალაშვილი
ნინა წკრიალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გამოწერა
მომღერალი ნინა წკრიალაშვილი რამდენიმე თვეა საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად და არც სოციალურ ქსელებში აქტიურობს.
ზალიკო ბერგერი თბილისის მერის ბავშვობის მეგობარია და მისი მიწვევით გუშინდელ ღონისძიებას დაესწრო. „ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად უკვე მეორედ დაასახელა და ის თვითმმართველობის არჩვენებში პარტიის სახელით ისევ ამ თანამდებობისთვის იბრძოლებს.
ზალიკო ბერგერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბავშვობის მეგობრის მხარდასაჭერად მივიდა, ხოლო პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავა. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში კახისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ნინა წკრიალაშვილი ამ ფოტოს მიესალმა და დაწერა: „ოჰ, რა ხალხი“, რაზეც რეჟისორმა დავით იმედაშვილმა უპასუხა: „ეს კომენტარი ჩაგიდეს?“. რეჟისორის ამ რეპლიკას მომღერალი მხოლოდ ღიმილით გამოეხმაურა.
გახმაურებული სკანდალების მონაწილემ თავი რამდენიმე წლის წინ საბერძნეთს შეაფარა, სადაც მორიგი სიყვარული იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს, ნინა წკრიალაშვილს არ შეეშინდა და აღნიშნულზე საჯაროდ ისაუბრა. მრავალი შანტაჟისა და მუქარის შემდეგ ნინამ მოძალადე მამაკაცს სასამართლოშიც უჩივლა. ამის შემდეგ საბერძნეთში გაემგზავრა და ბედნიერების ძიება იქ დაიწყო.
რამდენიმე თვეა სოციალური ქსელიდან და ტელეეკრანებიდან გაქრა. ახლა, სავარაუდოდ, ლიბანელ მამაკაცს ილიას აზარსაც დაშორდა. რამდენიმე ძველი სურათის გარდა, ნინა წკრიალაშვილი შეყვარებულთან ერთად ფოტო-ვიდეომასალებს აღარ აქვეყნებს. უახლეს ცეცხლოვან ფოტოებზე ნინა ჩვეულ ფორმაშია. მის მიმზიდველ ტანს ტატუები ისევ ამშვენებს, მისი კანი კი რუჯს ინარჩუნებს. ამ დრომდე უცნობია, თუ რას საქმიანობს ნინა წკრიალაშვილი საბერძნეთში.
ყველა ახალი ამბავი
0