12:21 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
57 0 0

კომპანია მოქალაქეებს მგზავრობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. მგზავრობისას აუცილებელია პირბადის გამოყენება.

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ზაფხულის ტურისტულ სეზონთან და მგზავრთნაკადის გაზრდასთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზამ" ხუთშაბათს, 22 ივლისს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა.

კომპანიის ცნობით, GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 07:20 საათზე გავა და ადგილზე 12:55 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი 14:40 საათზე გამოვა და დედაქალაქში 20:18 საათზე ჩამოვა.

რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები. კერძოდ, მგზავრს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა, როდესაც მოიხსნა 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.

 

მთავარი თემები