https://sputnik-georgia.com/20210721/garibashvili-nani-bregvazes-iubiles-ulocavs-252379048.html
პრემიერი ღარიბაშვილი ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს
პრემიერი ღარიბაშვილი ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს
Sputnik საქართველო
მომღერალი, რომლის შემოქმედებაც საქართველოს საზღვრებს გარეთაც კარგადაა ცნობილი, დღეს 85 წლის შესრულდა. 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T12:49+0400
2021-07-21T12:49+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველოს სიამაყე
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252359431_0:0:3067:1736_1920x0_80_0_0_9833f71c8f7deea402ff8b8da6db54c4.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს იუბილე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.ცნობილ საესტრადო მომღერალს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელსაც „რომანსების დედოფალს“ უწოდებენ, 21 ივლისს 85 წელი შეუსრულდა.„85 წლის იუბილეს ვულოცავ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს! თავისი განუმეორებელი შემოქმედებით ქალბატონმა ნანიმ ყველაზე ძვირფასი ჯილდო – სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა. დღეგრძელობას, ბედნიერებასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ ნანის!“ – დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე ღარიბაშვილმა. ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი. უკვე ექვსი წლის ასაკში რუსულ რომანსებსა და სიმღერებს მღეროდა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს.1959–1964 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი, ამის შემდეგ 15 წელი მღეროდა ანსამბლ „ორერაში“, 1980 წლიდან კი სოლო კარიერა დაიწყო.მსახიობი გადაღებულია ფილმებში „ორერა სრული სვლით“, „სამკაული სატრფოსთვის“. მისი შესრულებით სიმღერები ჟღერს ფილმებში „დათა თუთაშხია“, „ვერის უბნის მელოდიები“, „შეხვედრა მთაში“ და ა.შ. 1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვვლავი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.მომღერლის მიერ მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები:1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია 1983 — სსრკ სახალხო არტისტი 1974 — საქართველოს სახალხო არტისტი 1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი 1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი.
https://sputnik-georgia.com/20210707/nani-bregvadze-85-wlis-iubiles-koncertit-agnishnavs-252242113.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252359431_0:0:3067:1928_1920x0_80_0_0_125c859c194165df38b796e3e87204a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს სიამაყე, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს სიამაყე, საქართველო
პრემიერი ღარიბაშვილი ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს
12:49 21.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) მომღერალი, რომლის შემოქმედებაც საქართველოს საზღვრებს გარეთაც კარგადაა ცნობილი, დღეს 85 წლის შესრულდა.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს იუბილე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.
ცნობილ საესტრადო მომღერალს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელსაც „რომანსების დედოფალს“ უწოდებენ, 21 ივლისს 85 წელი შეუსრულდა.
„85 წლის იუბილეს ვულოცავ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს! თავისი განუმეორებელი შემოქმედებით ქალბატონმა ნანიმ ყველაზე ძვირფასი ჯილდო – სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა. დღეგრძელობას, ბედნიერებასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ ნანის!“ – დაწერა საკუთარ
Facebook-გვერდზე ღარიბაშვილმა.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი. უკვე ექვსი წლის ასაკში რუსულ რომანსებსა და სიმღერებს მღეროდა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს.
1959–1964 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი, ამის შემდეგ 15 წელი მღეროდა ანსამბლ „ორერაში“, 1980 წლიდან კი სოლო კარიერა დაიწყო.
მსახიობი გადაღებულია ფილმებში „ორერა სრული სვლით“, „სამკაული სატრფოსთვის“. მისი შესრულებით სიმღერები ჟღერს ფილმებში „დათა თუთაშხია“, „ვერის უბნის მელოდიები“, „შეხვედრა მთაში“ და ა.შ. 1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვვლავი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
მომღერლის მიერ მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
1983 — სსრკ სახალხო არტისტი
1974 — საქართველოს სახალხო არტისტი
1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი
1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი.