06:06 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (627)
24510

ყოფილი ფეხბურთელი, თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერობისთვის მეორედ იბრძოლებს. ნახეთ როგორ ბრწყინავდა ანუკი არეშიძე პრეზენტაციაზე.

„ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად ისევ კახა კალაძე წარადგინა. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას მის ოჯახს მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ანუკას, რადგან მათი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე ანუკი არეშიძე თეთრებში იყო შემოსილი და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

თბილისის პირველი ლედი, დიზაინერი ანუკი არეშიძე რამდენიმე დღის წინ 32 წლის გახდა. დიზაინერი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და ხელმომწერებს ხშირად უზიარებს მის ცხოვრებაში მიმდინარე სიახლეებს.

ანუკის დაბადების დღე გვიან ღამით მიულოცა კახა კალაძემ და, სავარაუდოდ, ვარდები აჩუქა, რაც, როგორც ჩანს, ტრადიციაა. შვილებმა ანუკის დაბადების დღე საკუთარი ხელით შესრულებული ნახატით მიულოცეს, რამაც დიზაინერს გული აუჩუყა. „ვტირი“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა ფოტო ანუკიმ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“.

თბილისის მერს კახა კალაძეს და ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ქორწინების 13 წლის იუბილე აქვთ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს რომანტიკული ფოტოთი ამცნო. ორი წლის წინ წყვილმა ქორწინება ეკლესიურადაც დააკანონა და გრემში ჯვარი დაიწერა. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 13 წლის ლევანი, 8 წლის კახაბერი და 6 წლის ვაჩე.

თემები:
ქართველი სელებრითები (627)

მთავარი თემები