პრინცი ბაგრატი ექვსი თვის გახდა – ბაგრატიონები ულამაზესი ვაჟის ფოტოს აქვეყნებენ

© Photo: Kristine De Bagration-Mukhrani / FBხუან და ქრისტინე ბაგრატიონები
ხუან და ქრისტინე ბაგრატიონები - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გამოწერა
ქართველ მეფეთა შთამომავლების ხუან ბაგრატიონის და მისი მეუღლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღე დადგა – წყვილის ვაჟი ექვსი თვის გახდა.
ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელმა ახლახან გამოაქვეყნა თავისი ვაჟის, ბაგრატის ფოტოები, სადაც ულამაზესი ბიჭუნა არის გადაღებული და, როგორც დედა წერს, ის უკვე ექვსი თვის გახდა.
ბაგრატი ქრისტინესა და იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟიშვილია. იო­ა­ნემ პირ­ველ შვილს მა­მის, ბაგ­რატ ბაგ­რა­ტი­ონ–მუხ­რა­ნე­ლის სა­ხე­ლი და­არ­ქვა. ის 2017 წელს ეს­პა­ნეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. წყვილმა ძალიან ბევრი თბილი კომენტარი მიიღო ახალი ფოტოსესიის ქვეშ. პატარა ბაგრატს ჯანმრთელობას უსურვებენ.
ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე (ხუან) ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­მა 2014 წელს ეს­პა­ნეთ­ში იქორ­წი­ნეს. ქრის­ტი­ნე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­ლდათ. იო­ა­ნე კი ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ბაგ­რა­ტი­ო­ნ–მუხ­რა­ნე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია.
მის ძარ­ღვებ­ში რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე ევ­რო­პე­ლი მო­ნარ­ქე­ბის სის­ხლი ჩქეფს. წყვი­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლდა, 2018 წელს მე­ო­რე ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს და სვე­ტი­ცხო­ველ­ში ჯვა­რიც და­ი­წე­რეს. ქორ­წილს ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბი­დან მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.
ყველა ახალი ამბავი
0