„მეტისმეტად გაშავებულხარ“ – სალომე ღვინიაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები ზღვისპირა კურორტიდან

© Photo: Salome Gviniashvili / FBსალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
სალომე ღვინიაშვილი მეგობრებთან ერთად თურქეთში ისვენებს. ნახეთ როგორ დროს ატარებს და რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი და მოდელი.
მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი თურქეთში ისვენებს და „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე გადაღებულ ფოტოებს უზიარებს.
სალომეს უკვე ძალიან კარგი რუჯი აქვს, რომელზეც შესანიშნავად იხდენს თეთრ შორტსა და საცურაო კოსტიუმს, ღია ფერის მოსაცმელთან ერთად. სალომე ფოტოებს აქვეყნებს და წერს: „ზაფხულო, მიყვარხარ!..“
„მეტისმეტად გაშავებულხარ“, „ულამაზესი და უმშვენიერესი“, „ეს გოგო ახლოდან ნანახი ისეთი ლამაზი და საყვარელია, ფოტოზე არაფერია იმასთან“, – უწერენ სალომეს კომენტარებში.
მას შემდეგ, რაც პოდიუმზე აღარ დგას, ის ახლა წამყვანი დიზაინერია და საკუთარი ბრენდი SALOMÈ შექმნა. ბრენდი ახალი დაარსებულია, მაგრამ ქართველ მოდის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარული ტელეწამყვანი საკმაოდ ნიჭიერი დიზაინერი აღმოჩნდა. მისი სამოსი მოდურ ქალბატონებს მეტ თავდაჯერებულობას ჰმატებს.
აღსანიშნავია, რომ ქართველ სელებრითებს შორის სალომე ერთ-ერთი ქალბატონია, რომელსაც პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს. ამას მისი ძველი ფოტოც ადასტურებს, რომელიც თინეიჯერობის ასაკში გადაუღეს. ძველი შარმი და ელეგანტურობა მოდელმა დღემდე შეინარჩუნა და უფრო მეტად დაიხვეწა.
სალომე ბევრი მამაკაცის სასურველი ქალბატონი იყო, თუმცა მისი ცხოვრება დრამატულად განვითარდა. როგორც თავად იხსენებს, ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა და ძალადობის მსხვერპლიც გახდა. მოდელმა პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ ფარ-ხმარი არ დაყარა, სამოდელო კარიერითა და დიზაინერობით დაინტერესდა. მისი მეორე მეუღლე ყველასთვის ცნობილი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილია. მათ საერთო ორი ქალიშვილი ჰყავთ – ტასო და ნიტა. უფროს ნახევარძმასთან დათუნა აბულაძესთან შედარებით, გოგონები ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდებიან.
 
ყველა ახალი ამბავი
0