04:45 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (627)
12101

ცნობილი წყვილი წლების შემდეგ დაშორების რეალურ მიზეზებზე ალაპარაკდა. ნახეთ რატომ დაშორდნენ და ვინ ჩადგა მათ შორის.

მომღერალმა გურამ ლომიძემ, რომელიც გადაცემა „ფარულ კონვერტს” სტუმრობდა, ხატია შამუგიასთან ოჯახის შექმნის ისტორია გაიხსენა. როგორც გურამ ლომიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება 20 წლის ასაკში მიიღო, ამ ნაბიჯს შეცდომად არ მიიჩნევს, რადგან მათ საერთო ვაჟი ჰყავთ.

„ვერის ბაღში იყო კლუბი და ხატია მანდ გავიცანი. თანაცხოვრება ხატიას, ალბათ, ცოტა გაუჭირდა. ჩემმა ერთ-ერთმა ფლირტმა შეიწირა ეს ოჯახი, რაც ხატიამ ვერ აიტანა. ჩათვალა, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია იმ პერიოდში. გოგოსთან არ დავდიოდი, ფლირტის დონეზე იყო სხვასთან მიმოწერა. ალბათ ძალიან კარგი ფლირტი იყო. იყო ოჯახის გადარჩენის მცდელობა, მაგრამ ასაკმაც იმოქმედა. ხატია, ალბათ, სწორად მოიქცა, რადგან ჩვენი ურთიერთობა არ შედგებოდა“, – თქვა გურამ ლომიძემ.

ივანა მელაის და გურამ ლომიძის ვარსკვლავური წყვილი ამჟამად ჩიკაგოში ცხოვრობს, სადაც შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად პატარა ელიზაბეტ ნატალის აღზრდით არიან დაკავებული. ელიზაბეტი დეკემბერში 5 წლის გახდება. მშობლები ინტერვიუებში აღნიშნავენ, რომ არის ძალიან არტისტული, კომუნიკაბელური ბავშვი, ძალიან კარგად მღერის და სამომავლოდ, სავარაუდოდ, ხელოვნების გზას აირჩევს.

წყვილმა დაქორწინების გადაწყვეტილება 2016 წელს მიიღო, მანამდე კი ორი წლის მანძილზე საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს. გურამ ლომიძეს და ივანა მელაის 2016 წლის ბოლოს შეეძინათ ქალიშვილი ნატალი-ელისაბედი, რომლის აღზრდაშიც წყვილს მშობლები ეხმარებიან. ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრს გურამიკოს პირველი ქორწინებიდან ხატია შამუგიასთან 19 წლის ნიკა და კიდევ ამერიკაში 11 წლის ლიამი ჰყავს.

თემები:
ქართველი სელებრითები (627)

მთავარი თემები