ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები“ აგვისტოდან ამოქმედდება

© Ministry of Justice of Georgiaინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები“
ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები“  - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
ე.წ. მობილური იუსტიციის სახლები 450-ზე მეტ სერვისს ადგილზე შესთავაზებს იმ რაიონების მოსახლეობას, სადაც იუსტიციის სახლი არ არის.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. იუსტიციის სამინისტრო რეგიონებში ე.წ. მობილურ იუსტიციის სახლებს აგვისტოდან აამოქმედებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
პრემიერმა გარდაბანში იუსტიციის სახლი გახსნა
მობილური იუსტიციის სახლები ისეთ რეგიონებში გამოჩნდება, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი არ არის. მოსახლეობა 450-ზე მეტ სერვისს ადგილზე მიიღებს.
„იუსტიციის სახლის სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმ სოფლებს ჩააკითხავენ, რომლებიც დაშორებული არიან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. ასეთი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა ადგილზე, სოფელშივე აიღოს და შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან მიიღოს მისთვის საჭირო სხვა მომსახურება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„მობილური იუსტიციის სახლების“ პროექტი სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მოქალაქეების საჯარო სექტორთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით ხორციელდება.
კიდევ ერთი სიახლე, რომლის განხორციელებასაც უწყება გეგმავს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების კომფორტულად მიღებას უკავშირდება.
„გვსურს, რომ შშმ პირებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები, რათა თავისუფლად მივიდნენ იუსტიციის სახლებში. ჩვენ ვგეგმავთ სპეციალურად აღჭურვილი მანქანების შეძენას. ეს შშმ პირებს ხელს შეუწყობს, მაქსიმალურად ფართოდ ისარგებლონ ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
 
ყველა ახალი ამბავი
0