https://sputnik-georgia.com/20210719/rogori-iqneba-letalobis-maCvenebeli-mosaxleobis-70-procentis-acris-Semdeg-kulumbegovis-prognozi-252364460.html
როგორი იქნება ლეტალობის მაჩვენებელი მოსახლეობის 70%-ის აცრის შემდეგ: კულუმბეგოვის პროგნოზი
როგორი იქნება ლეტალობის მაჩვენებელი მოსახლეობის 70%-ის აცრის შემდეგ: კულუმბეგოვის პროგნოზი
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, სულ საქართველოში აცრილია 357.106 ადამიანი. ორივე დოზა გაკეთებული აქვს 130.314 ადამიანს, რაც 3,44%-ს შეადგენს. 19.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-19T21:19+0400
2021-07-19T21:19+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251041207_0:240:3198:2048_1920x0_80_0_0_7b043171c5585a1fb7d43bf84c3a6a48.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 70%-ის COVID-19-ზე ვაქცინაციის შემთხვევაში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები საგრძნობლად შემცირდება, მიაჩნია იმუნოლოგ- ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს.ამ დროისთვის საქართველოში ორჯერადად აცრილია მოსახლეობის 3,44%.კულუმბეგოვს აქვე დიდი ბრიტანეთის მაგალითი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საშუალო დღიური მაჩვენებელი 50 ათასია ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც იყო 2021 წლის ზამთარში, მესამე ტალღის დროს. მაშინ იქ ამ ვირუსით დღეში იღუპებოდა 1000 ადამიანი, ხოლო დღეს იმავე რაოდენობის დაავადებულებში სიკვდილობა 50-ს არ აღემატება. 18 ივლისს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 48 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი.საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.ბოლო მონაცემებით, სულ საქართველოში აცრილია 357.106 ადამიანი. ორივე დოზა გაკეთებული აქვს 130.314 ადამიანს.პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში ინფიცირების 388.329 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 366.250 ადამიანი, გარდაიცვალა - 5.566. ბოლო 24 საათში 848 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210719/razea-damokidebuli-COVID-19--is-sawinaaRmdego-antisxeulebis-done-mecnierebis-daskvna-252364408.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251041207_0:38:3198:2048_1920x0_80_0_0_da708753659f32acb53badaef04a0922.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
როგორი იქნება ლეტალობის მაჩვენებელი მოსახლეობის 70%-ის აცრის შემდეგ: კულუმბეგოვის პროგნოზი
21:19 19.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ბოლო მონაცემებით, სულ საქართველოში აცრილია 357.106 ადამიანი. ორივე დოზა გაკეთებული აქვს 130.314 ადამიანს, რაც 3,44%-ს შეადგენს.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 70%-ის COVID-19-ზე ვაქცინაციის შემთხვევაში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები საგრძნობლად შემცირდება, მიაჩნია იმუნოლოგ- ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს.
ამ დროისთვის საქართველოში ორჯერადად აცრილია მოსახლეობის 3,44%.
„ჩვენ თუ ავცრით 70%-ს ჩვენი მოსახლეობისას, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება დღიური შემთხვევების რაოდენობა იყოს 1,5-2 ათასიც კი, მაგრამ სიკვდილობა იქნება არა 20 ადამიანი, არამედ 1 ან 2 ადამიანი დღეში“, - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
კულუმბეგოვს აქვე დიდი ბრიტანეთის მაგალითი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საშუალო დღიური მაჩვენებელი 50 ათასია ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც იყო 2021 წლის ზამთარში, მესამე ტალღის დროს. მაშინ იქ ამ ვირუსით დღეში იღუპებოდა 1000 ადამიანი, ხოლო დღეს იმავე რაოდენობის დაავადებულებში სიკვდილობა 50-ს არ აღემატება.
18 ივლისს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 48 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ბოლო მონაცემებით, სულ საქართველოში აცრილია 357.106 ადამიანი. ორივე დოზა გაკეთებული აქვს 130.314 ადამიანს.
პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში ინფიცირების 388.329 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 366.250 ადამიანი, გარდაიცვალა - 5.566. ბოლო 24 საათში 848 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი.