12:39 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (629)
65 0 0

მომღერალ სტეფანე მღებრიშვილს ყველა იცნობს. მუსიკოსი მრავალი წელია აქტუალურია ქართულ სცენაზე და პოპულარობას არ კარგავს.

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელოვნების სფერო კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა და თავადაც არ იცის როგორ გააქვთ თავი, თუმცა მის ნაცნობებს ეს არ ესმით და თანხის სესხებას სთხოვენ.

მომღერლის თქმით, იმდენი თანხა აქვს გასესხებული, ყველამ ვალი რომ დაუბრუნოს, ნახევარი წელი უპრობლემოდ იცხოვრებს, თანაც იმ ფონზე, როდესაც 1 აგვისტოდან ყველა კლუბს ჩაკეტავენ და ის დაგეგმილი ერთი კონცერტიც გაუუქმდება, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად უნდა ჩაეტარებინა.

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან გაუქმდა ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, მანამდე – ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, თუმცა კვლავ ძალაშია შეზღუდვა ფართომასშტაბიანი გასართობი და ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი, სხვადასხვა სახის იუბილე და სხვ.

 

თემები:
ქართველი სელებრითები (629)

მთავარი თემები