04:33 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (627)
39165 0 0

თიკა ჯამბურია ბათუმში მეგობრებთან ერთად ისვენებს, ხოლო ახალგაზრდა კაცი, რომელთანაც მომღერალი სექსუალურ ფოტოებს დებს, სავარაუდოდ, მისი შეყვარებულია.

ცოტა ხნის წინ მომღერალმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ისაუბროს, რადგან არ უნდა „ვიღაც ბიჭები კიდევ გახადოს პოპულარული“, რადგან მის ცხოვრებაში სწორედ ასე ხდებოდა ხოლმე. როგორც მომღერალმა ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნა, სერიოზული გრძნობა მის ცხოვრებაში დასრულდა და ახლა კარგ ეტაპზეა, მაგრამ ამაზე საუბარი არ სურს.

„ჩვენს ქვეყანაში ცუდად ესმით ბევრი რამ, ამიტომ ყოველთვის ჯობს ნაკლები ილაპარაკო შენს პირადზე. ზუსტად ამაზე ვმუშაობდი ამდენი ხანი, რომ საკუთარ თავთან ვყოფილიყავი ჰარმონიაში და მიხარია, რომ გამომივიდა“, – ამბობს ჯამბურია.

სავარაუდოდ, სწორედ ამ ვაჟზე არ სურს საუბარი მომღერალს, რომელთან ერთადაც ის ბათუმში ერთობა. თიკა მეგობრებთან ერთად მომღერალ მარიკა თხელიძის ქორწილში იმყოფებოდა შაბათს და, როგორც ჩანს, ბავშვობის მეგობრებთან და მათ მეუღლეებთან ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებს. რამდენიმე საათის წინ თიკას „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ირკვევა, რომ მომღერალმა ჯერ პლაჟზე მოილხინა, შემდეგ გართობა იახტაზე გააგრძელა, სადაც ყველაფერი ღამით ზღვაში ბანაობით დასრულდა.

დაკვირვებულ თვალს არ გამორჩებოდა თორნიკე მანჯავიძე, რომელთან ერთადაც თიკა აქტიურად ჩანს სოციალურ ქსელში. მომღერალმა ჯერ რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა, შემდეგ კი ფოტო იახტაზე, სადაც ბიჭი სექსუალურ ტრუსებში პოზირებს. ფოტომ სოცქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც ჩანს, მომღერალი გრძნობებს აღარ მალავს. 29 წლის თორნიკე პროფესიით დიზაინერია და ბრენდ Nassimoto-ს სახელით ქმნის სამოსსა და სამკაულებს.

ცოტა ხნის წინ მომღერალი 30 წლის გახდა და დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. პოპულარული მომღერალი რამდენიმე თვეა საუკეთესო ფორმაშია. ზედმეტ კილოგრამებს აქტიურად ებრძვის დაბალანსებული კვებით და ფეხით სიარულით. უახლეს ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ გახდა არტისტი.

აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავმა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიმართა. ახლა მის რაციონში მხოლოდ ნატურალური საკვებია. „საკუთარ თავზე მუშაობა რომ დავიწყე და წონაში დავიკელი, ხალხისგან მოწონება დავიმსახურე და მეტად თავდაჯერებული გავხდი. ახლა, სიმართლე რომ გითხრათ, საკუთარი თავი ძალიან მომწონს“, – აღნიშნა თიკამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

მომღერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ძველი თუ ახალი სიმღერები სხვადასხვა თაობის მსმენელმა ზეპირად იცის. პოპულარულ მომღერალს სკანდალური ცხოვრება აქვს, ეკრანებზე კი თითქმის აღარ ჩნდება. სწორედ ამიტომ სოციალური ქსელის გვერდი გაააქტიურა. წლების წინ მისი ვიდეოკლიპები და სიმღერები მოწინავე ადგილს იკავებდა. ახლა თიკა ქალიშვილის აღზრდითაა დაკავებული და ერთადერთ შვილს დიდ ენერგიას უთმობს.

თემები:
ქართველი სელებრითები (627)

მთავარი თემები