08:09 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (46)
93 0 0

ოფიციალური მონაცემებით, 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე მიიჩნევს, რომ ცალკე 5 ივლისს მიღებულ თვალბუდის ტრავმას ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება არ შეეძლო გამოეწვია. 

ალექსანდრე გეჯაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად, რომელიც გარდაცვლილი ტელეოპერატორის ოჯახის ინტერესებს იცავს, საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტად ტელეკომპანია „TV პირველმა“ დაიქირავა. ექსპერტები ესწრებოდნენ გვამის გაკვეთას და შეისწავლეს დოკუმენტაცია, მათ შორის ავადმყოფობის ისტორია.

გეჯაზე ფართო საზოგადოებისთვის 19 წლის ფეხბურთლის გიორგი შაქარაშვილის საქმიდან არის ცნობილი.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით სხეულში გამოვლინდა ხუთი ნარკოტიკული ზემოქმედების მატარებელი ნივთიერება. შესაბამისად, ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფონზე აღნიშნული ტრავმა დამდგარი შედეგის მაპროვოცირებელი იყო თუ არა, ექსპერტის განცხადებით, ამისთვის საჭიროა დამატებითი ლაბორატორიული მონაცემების შესწავლა. ვერანაირ კატეგორიულ პასუხს მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ტრავმასა და დამდგარ შედეგს შორის ვერ გავცემ, აღნიშნა გეჯაძემ. 

„ამ თვალსაზრისით გვჭირდება პირველ რიგში ლაბორატორიული მონაცემების ნახვა, თუ რა ცვლილებები მოხდა მიკროსკოპულად შინაგან ორგანოებში და ამ მონაცემების მიღებისა და ანალიზის შემდგომ მაღალი ალბათობით დაგვჭირდება ვიწრო პროფილის ექიმ-კლინიცისტების ჩართულობა“, – განაცხადა გეჯაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მას აინტერესებს გარდაცვლილის ორგანიზმში ნარკოტიკების რაოდენობის და კონცენტრაციის განსაზღვრა.

ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა, ქიმიური ანალიზის წინასწარი მონაცემებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოთქვა ვერსია, რომ გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული პრეპარატის ზედოზირებაა.

ტელეოპერატორის გარდაცვალებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეკომპანიების ჟურნალისტები ქუჩაში გამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.

თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (46)

მთავარი თემები