https://sputnik-georgia.com/20210719/marika-txelidze-qorwili-batumshi-252355433.html
მარიკა თხელიძე გათხოვდა – ნახეთ როგორი ქორწილი გადაუხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა
მარიკა თხელიძე გათხოვდა – ნახეთ როგორი ქორწილი გადაუხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა
Sputnik საქართველო
ცნობილი ქართველი მომღერალი მეორედ გათხოვდა. ნახეთ ვინ არის მისი რჩეული და როგორი ქორწილი გადაიხადა წყვილმა. 19.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-19T11:05+0400
2021-07-19T11:05+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0f/251173503_0:20:1001:583_1920x0_80_0_0_780129256c0b1d5cba221cc49ddbc930.jpg
მომღერალმა მარიკა თხელიძემ და გიორგი მანველიძემ ქორწილი შაბათს ბათუმში გადაიხადეს. მომღერალი საყვარელი ადამიანის გამო აჭარაში ჯერ კიდევ მარტში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მისი რჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია. ქორწილის კადრებს სოციალურ ქსელში მომღერლის უახლოესი მეგობრები ავრცელებენ.ქორწილს მეუღლესთან ერთად დაესწრო ნინი ქარსელაძე, რომელსაც შავი ელეგანტური კაბა ეცვა და მეგობრის ქორწილში სიმღერებიც შეასრულა. თბილისიდან შავი ზღვისპირეთში ჩავიდნენ ასევე თიკა ჯამბურია, ანსამბლი „შვიდკაცა“ და მომღერალი დათუნა სირბილაძე.მარიკასა და გიორგის ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო. სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა თავიდან დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და სულ სხვა თვალით შეხედა მომავალ ქმარს. ხელის მოწერის ცერემონია ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმართა.„მარიკა თხელიძე სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ მას გავიცნობდი, მის სიმღერებს ვუსმენდი და ძალიან მომწონდა, მის მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი. თუმცა, თუ ერთ დღესაც ჩემი ცოლი გახდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი… საოცარი ადამიანია, ძალიან კარგი მეგობარი და მოსიყვარულე მეუღლე. მან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ყოველი დღე გამიხალისა“, – აცხადებს გიორგი მანველიძე.მარიკა თხელიძეს პირველი ქორწინებიდან 4 წლის ნიკოლოზი ჰყავს. პირველ ქორწინებაში იყო გიორგი მანველიძეც. როგორც მის დეკლარაციაში ვკითხულობთ, პოლიტიკოსის მეუღლე ხატია კომახიძე გახლდათ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს, 13 წლის რეზო და 8 წლის ბარბარე მანველიძეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0f/251173503_0:0:1001:751_1920x0_80_0_0_cd663c43683a1bf651bde89eb4ed20d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
მარიკა თხელიძე გათხოვდა – ნახეთ როგორი ქორწილი გადაუხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა
11:05 19.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ცნობილი ქართველი მომღერალი მეორედ გათხოვდა. ნახეთ ვინ არის მისი რჩეული და როგორი ქორწილი გადაიხადა წყვილმა.
მომღერალმა მარიკა თხელიძემ და გიორგი მანველიძემ ქორწილი შაბათს ბათუმში გადაიხადეს. მომღერალი საყვარელი ადამიანის გამო აჭარაში ჯერ კიდევ მარტში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მისი რჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია. ქორწილის კადრებს სოციალურ ქსელში მომღერლის უახლოესი მეგობრები ავრცელებენ.
ქორწილს მეუღლესთან ერთად დაესწრო ნინი ქარსელაძე, რომელსაც შავი ელეგანტური კაბა ეცვა და მეგობრის ქორწილში სიმღერებიც შეასრულა. თბილისიდან შავი ზღვისპირეთში ჩავიდნენ ასევე თიკა ჯამბურია, ანსამბლი „შვიდკაცა“ და მომღერალი დათუნა სირბილაძე.
მარიკასა და გიორგის ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო. სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა თავიდან დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და სულ სხვა თვალით შეხედა მომავალ ქმარს. ხელის მოწერის ცერემონია ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმართა.
„მარიკა თხელიძე სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ მას გავიცნობდი, მის სიმღერებს ვუსმენდი და ძალიან მომწონდა, მის მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი. თუმცა, თუ ერთ დღესაც ჩემი ცოლი გახდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი… საოცარი ადამიანია, ძალიან კარგი მეგობარი და მოსიყვარულე მეუღლე. მან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ყოველი დღე გამიხალისა“, – აცხადებს გიორგი მანველიძე.
მარიკა თხელიძეს პირველი ქორწინებიდან 4 წლის ნიკოლოზი ჰყავს. პირველ ქორწინებაში იყო გიორგი მანველიძეც. როგორც მის დეკლარაციაში ვკითხულობთ, პოლიტიკოსის მეუღლე ხატია კომახიძე გახლდათ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს, 13 წლის რეზო და 8 წლის ბარბარე მანველიძეები.