04:12 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (965)
2408 0 0

ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. დღეიდან ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR–ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი, საქართველოს მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებები გასულ კვირაში შეიტანა.

დადგენილებაში შესული ცვლილებების თანახმად, 19 ივლისიდან ასევე იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები.

გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR–ტესტირების საფუძველზე.

როგორც ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო, შესაძლოა, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები კვლავ დაწესდეს. უწყებაში არ გამორიცხეს, რომ ბავშვებში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო შეზღუდვები შეიძლება საზაფხულო ბანაკებსაც შეეხოს. სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი აქტივობა ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება კორონავირუსის გავრცელების ხელშემწყობი გახდეს.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (965)

მთავარი თემები