კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 848-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 388.329-ს მიაღწია.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 848 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 487 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 94, კახეთი – 64, იმერეთი – 46, ქვემო ქართლი – 44, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 35, შიდა ქართლი – 25, გურია – 21, სამცხე-ჯავახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.231 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 366.250-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 15 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.566-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16.487 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.446 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.651, აჭარაში – 273, იმერეთში – 535.
859 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 186 პირი, მათგან თბილისში – 43, აჭარაში – 3, იმერეთში – 9. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.092 ადამიანი, მათ შორის 731 – თბილისში, 334 – აჭარაში. 10.949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 10.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12.130 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.453, აჭარაში – 1.545, იმერეთში – 1.423.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 848-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 388.329-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0