09:20 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (628)
2533610

მარიამ შუკაკიძეს და დავით ბოლქვაძეს საქართველოში იცნობენ, როგორც ერთ-ერთ ულამაზეს ქართველ წყვილს. მათ ორი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავთ.

ბათუმელ წყვილს მთელი საქართველო იცნობს. მათი სილამაზის შესახებ საქართველოს საზღვრებს გარეთაც აქტიურად საუბრობენ. წყვილი ბათუმში ცხოვრობს. მარიამ შუკაკიძე ყოფილი მოდელი და ამჟამად დიზაინერია, დათო ბოლქვაძე – მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.

„სიყვარულში ძალიან მალე გამომიტყდა და პირდაპირ მითხრა, ჩემი ცოლი უნდა გახდეო", – იხსენებს მარიამი. მარიამისა და დავითის შესახებ რუსული ინტერნეტმედიისთვის „ინსტაგრამით“ გახდა ცნობილი – სოციალურ ქსელში მარიამს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მის ფოტოებს ბევრი მოწონება და კომენტარი მოჰყვება. მარიამი ასევე „მის ბიკინი 2014“-ის მონაწილეა.

„ჩემი მეუღლე 2017 წელს გავიცანი. მისმა ნათესავმა გაგვაცნო. როგორც იტყვიან, ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. შემდეგ ექვსი თვით წავიდა გემზე. ჩამოსვლის შემდეგ ერთ კვირაში დავოჯახდით“, – ამბობს მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

View this post on Instagram

A post shared by Mariam Shu (@mariamshu)

წყვილს უკვე ჰყავს წამოზრდილი ქალიშვილი მართა, რომელმაც ყველაზე დიდი ბედნიერება შესძინა მათ ოჯახს, 2019 წლის 20 იანვარს კი წყვილს მეორე ქალიშვილი – მილენა შეეძინა. ცოტა ხნის წინ მარიამმა გულისამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა მეუღლეს, რომელიც, როგორც ჩანს, პროფესიიდან გამომდინარე, 6 თვე ოჯახიდან შორს იმყოფებოდა და მშვიდობიანად დაუბრუნდა მათ.

View this post on Instagram

A post shared by Mariam Shu (@mariamshu)

მარიამი შვილების ჩაცმულობას საკუთარს უხამებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ დედას და მის ორ გოგონას ხშირად ერთნაირი ტანისამოსი აცვიათ, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღაფრთოვანებს.

View this post on Instagram

A post shared by Mariam Shu (@mariamshu)

„ზღაპრის გმირებს ჰგავხართ“, „პატარა პრინცესები“, „ულამაზესები ხართ“, „სასწაულები ხართ“, – უწერენ კომენტარებში მარიამს და მის გოგონებს.

თემები:
ქართველი სელებრითები (628)

მთავარი თემები