საქართველოს რკინიგზამ ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა

© photo: Sputnikმატარებელი თბილისი-ბათუმი
მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
გამოწერა
„საქართველოს რკინიგზა“ მოქალაქეებს მგზავრობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო18 ივლისს ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა, ნათქვამია კომპანიის Facebook-გვერდზე.
მატარებლების მოძრაობის განრიგი მოყვანილია შემდეგ ცხრილში:
როგორც კომპანიაში აცხადებენ, დამატებულ რეისზე ბილეთები უკვე იყიდება.
რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები. კერძოდ, მგზავრს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
„საქართველოს რკინიგზა“ რეისებსა და განრიგს ცვლის
ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა, როდესაც მოიხსნა 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.
ყველა ახალი ამბავი
0