https://sputnik-georgia.com/20210716/noe-jordanias-vaji-rejeb-jordania-gardaicvala-252342354.html
ნოე ჟორდანიას ვაჟი რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა
ნოე ჟორდანიას ვაჟი რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
რეჯებ ჟორდანია ნოე და ინა ჟორდანიების ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. ის 1921 წლის 10 დეკემბერს უკვე ემიგრაციაში, პარიზში დაიბადა და ბოლო დრომდე საფრანგეთში... 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T17:35+0400
2021-07-16T17:35+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24057/18/240571828_0:55:1226:745_1920x0_80_0_0_9062082f3b55a88964381a16015ccb0a.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟი რეჯებ ჟორდანია 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.რეჯებ ჟორდანია 100 წლის მიმდინარე წლის 10 დეკემბერს გახდებოდა.რეჯებ ჟორდანიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა შვილიშვილმა ქრისტინე ფაღავა-ბულეზმა გაავრცელა.„რეჯებ ჟორდანია, ნოე ჟორდანიას ვაჟი გადაიცვალა. 100 წლის გახდებოდა დეკემბერში (10 დეკემბერი 1921-15 ივლისი 2021).მამა, ბიძა, ბაბუა, პარტნიორი, მუსიკოსი, მეზღვაური, მასწავლებელი, მწერალი, კატის მოყვარული, მოგზაურობის მოყვარული... მამამისის და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთგული", – წერს ქრისტინე ფაღავა-ბულეზი სოციალურ ქსელში.რეჯებ ჟორდანია დაიბადა და გაიზარდა პარიზში. იყო პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი და იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა პერიოდში იყო ჰარიმანის ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერი, პროფესიონალი პიანისტი, კომპოზიტორი, მწერალი, საზღვაო ისტორიის პროფესორი, საზღვაო მუზეუმის დირექტორი, უცხოური ენების სახელმძღვანელოების ავტორი და რედაქტორი.რეჯებ ჟორდანია ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის ზეიმში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24057/18/240571828_80:0:1147:800_1920x0_80_0_0_8a48d00a8f6ea1068ffe8d7fd8a346cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ნოე ჟორდანიას ვაჟი რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა
17:35 16.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) რეჯებ ჟორდანია ნოე და ინა ჟორდანიების ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. ის 1921 წლის 10 დეკემბერს უკვე ემიგრაციაში, პარიზში დაიბადა და ბოლო დრომდე საფრანგეთში ცხოვრობდა.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟი რეჯებ ჟორდანია 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რეჯებ ჟორდანია 100 წლის მიმდინარე წლის 10 დეკემბერს გახდებოდა.
რეჯებ ჟორდანიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა შვილიშვილმა ქრისტინე ფაღავა-ბულეზმა გაავრცელა.
„რეჯებ ჟორდანია, ნოე ჟორდანიას ვაჟი გადაიცვალა. 100 წლის გახდებოდა დეკემბერში (10 დეკემბერი 1921-15 ივლისი 2021).
მამა, ბიძა, ბაბუა, პარტნიორი, მუსიკოსი, მეზღვაური, მასწავლებელი, მწერალი, კატის მოყვარული, მოგზაურობის მოყვარული... მამამისის და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთგული", –
წერს ქრისტინე ფაღავა-ბულეზი სოციალურ ქსელში.
რეჯებ ჟორდანია დაიბადა და გაიზარდა პარიზში. იყო პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი და იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა პერიოდში იყო ჰარიმანის ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერი, პროფესიონალი პიანისტი, კომპოზიტორი, მწერალი, საზღვაო ისტორიის პროფესორი, საზღვაო მუზეუმის დირექტორი, უცხოური ენების სახელმძღვანელოების ავტორი და რედაქტორი.
რეჯებ ჟორდანია ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის ზეიმში მონაწილეობის მისაღებად.