„ნაცმოძრაობის" წევრები პრემიერის სახლთან აქციას მართავენ

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ - ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ.
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ, იუწყება  „პირველი არხი".
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გოელაურის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური არიან.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელმაც ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა. პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი ბესო გაზდელიანი.
ჟურნალისტები და ოპერატორები აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
„დაისაჯონ დამნაშავეები!“ – ჟურნალისტებმა შსს-სთან დუმილის აქცია გამართეს
5 ივლისს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა და „მორალის დამცველებმა" ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა - ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. დაშავებულთა შორის იყო ტელეკომპანია  „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს და მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს სახლში გარდაიცვალა. 5 ივლისს არეულობის საქმეზე დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. ლაშქარავა 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს და მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს სახლში გარდაიცვალა. კლინიკაში მიყვანისას მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ შსს-მ უმოკლეს ვადაში გაავრცელა პირველადი დასკვნა, სადაც ლაშქარავას სისხლში ნარკოტიკული ნივთიერების კვალზე ისაუბრა. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ჟურნალისტი „სისტემის მსხვერპლია".
მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ - ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0