5 ივლისის მოვლენები: ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს წარუდგინა ბრალდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, 5 ივლისს ერთ-ერთი ბრალდებული „თბილისი პრაიდის" სხვა მოწინააღმდეგეებთან ერთად თავს დაესხა „TV პირველის" ოპერატორს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ისინი ჟურნალისტისგან მოითხოვდნენ – არ გადაეღო და არ გაევრცელებინა მათი აგრესიული მოქმედებების კადრები.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გამოძიების ცნობით, იმავე დღეს ის თავს დაესხა მოქალაქეს, რომელიც ლგბტ-თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე დროშით გადაადგილდებოდა, და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად დაზარალებულის დევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა განახორციელა.
პროკურატურამ ტელეოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალი სამი მუხლით წაუყენა – „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით", "„ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით" და „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა".
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მას ბრალდება სსკ-ის 156-ე („ადამიანის დევნა სიტყვის და აზრის გამო, ჩადენილი ძალადობით") და 225-ე („ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა") მუხლებით წარედგინა.
რადიკალური დაჯგუფებების დაკავებულ წევრებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
ამ დროისათვის მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, მათი დევნისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე 24 ადამიანია ბრალდებული.
ამ ეტაპზე დაზარალებულად 41 ადამიანია ცნობილი, მათგან 35 ჟურნალისტი და ოპერატორი, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0