„ყველა ქალი ისე ბრწყინავს, როგორც მის გვერდით მყოფი კაცი ექცევა მას“ - ნეკა დოროყაშვილი

© Facebook / Nini Ninuca Photographyნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
ნეკა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და „ინსტაგრამის“ გვერდზე საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. ცოტა ხნის წინ მან შვილთან, ლუკასთან ერთად ეგვიპტესა და დუბაიში იმოგზაურა და არაერთი ფოტოც გამოაქვყენა.
მოდელი ნეკა დოროყაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა. მათი დავა სასამართლოში დღემდე არ დასრულებულა. ამის პარალელურად, ორივე მათგანი კარიერას აქტიურად აგრძელებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, ხოლო ნეკა დოროყაშვილი მოდელისა და დიზაინერის პროფესიას ითავსებს.
View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ნეკა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და „ინსტაგრამის“ გვერდზე საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. ცოტა ხნის წინ მან შვილთან, ლუკასთან ერთად ეგვიპტესა და დუბაიში იმოგზაურა და არაერთი ფოტოც გამოაქვყენა.
View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ამჯერად ნეკა დოროყაშვილი „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ერთ-ერთი ხელმომწერის წერილს აზიარებს: „როცა უყურებ გოგოს და სუნთქვა გეკვრება, უყურებ და გარშემო ყველაფერი ჩერდება, ის მთელ შენს ყურადღებას იპყრობს და მისი ღიმილის წინაშე უძლური ხდები. ამის აღწერა ერთი სიტყვით შეიძლება - ბრწყინვალე. დიახ, შენ ბრწყინვალე ხარ. შენი სული განსაკუთრებულ სილამაზეს მალავს, შენი ტანი კი ხელოვნების გამორჩეული ნიმუშია. ხელოვანები სხვადასხვა მიმდინარეობას აღმერთებენ, ზოგიერთი სიურრეალიზმს პოეზიაში, ზოგიერთი - იმპრესიონიზმს მხატვრობაში, მე კი შენ გაღმერთებ“,  - წერია კომენტარში. ნეკამ ფოტოს თან წარწერა დაურთო, სადაც წერს, რომ ყველა ქალი ისე ბრწყინავს, როგორც მის გვერდით მყოფი კაცი ექცევა მას.
View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიგო, როდესაც ნეკა კარანტინში იმყოფებოდა ერთ-ერთი მოგზაურობის შემდეგ. როგორც ჩანს, ქალმა სიყვარული იპოვა, ისევე, როგორც მისმა ყოფილმა მეუღლემ, რომელიც გერმანელ ჩოგბურთელზეა შეყვარებული. ცოტა ხნის წინ ნეკამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც უზარმაზარი ვარდების და ძვირადღირებული საჩუქრების ფონზეა. „მთხოვეთ დამედო ჩემი ყოველღიურობა. აი ინებეთ“, – დაწერა მოდელმა.
ყველა ახალი ამბავი
0