კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.653-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 384.387-ს მიაღწია
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.653 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 980 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარაა.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 155, აჭარა - 118, ქვემო ქართლი - 96, კახეთი - 94, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 72, შიდა ქართლი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18, გურია - 13.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 466 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 362.957-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 13 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.516-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15.888 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.001 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2 457, აჭარაში - 191, იმერეთში - 460.
780 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 177 პირი, მათგან თბილისში – 138, აჭარაში - 3, იმერეთში - 10. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.016 ადამიანი, მათ შორის 736 - თბილისში, 268 - აჭარაში.  10.871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 4.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10.703 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3.877, აჭარაში - 1.182, იმერეთში - 1.086.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.653-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 384.387-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0