https://sputnik-georgia.com/20210715/pirveli-arxis-operatorze-tavdasxma-dakavebuls-braldeba-waredgina-252328048.html
„პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმა: დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
„პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმა: დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
Sputnik საქართველო
„თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის ბრალი 22 პირს აქვს წარდგენილი. დაზარალებულად ცნობილია 36... 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T15:17+0400
2021-07-15T15:17+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252301843_0:1:2401:1359_1920x0_80_0_0_af6ccbc79a1e18c124665ce37a7e77f0.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „პირველი არხის" ოპერატორ ილია თვალიაშვილის ცემის ფაქტზე 29 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტელეოპერატორს 5 ივლისს თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა ორივე თვალი დაუზიანეს, იგი ცალი თვალით დაბრმავდა და უცნობია შეძლებს თუ არა სამუშაოს დაუბრუნდეს. თვალიაშვილის განმარტებით, იგი რამდენიმე ადამიანმა ალყაში მოაქცია და სცემა.გამოძიების ცნობით, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავს დაესხნენ ოპერატორს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რათა მას არ გადაეღო და არ გაევრცელებინა მათი აგრესიული ქმედებები.პოლიციამ ბრალდებული 14 ივლისს დააკავა. ამ ეტაპზე „პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული.მას ბრალდება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
https://sputnik-georgia.com/20210715/mediis-warmomadgenlebze-Zaladobis-faqtze-kidev-ori-piri-daakaves-252327869.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252301843_0:0:2401:1508_1920x0_80_0_0_71700a548b48452ab979e598e4ecb2f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
„პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმა: დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
15:17 15.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის ბრალი 22 პირს აქვს წარდგენილი. დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „პირველი არხის" ოპერატორ ილია თვალიაშვილის ცემის ფაქტზე 29 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა,
ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეოპერატორს 5 ივლისს თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა ორივე თვალი დაუზიანეს, იგი ცალი თვალით დაბრმავდა და უცნობია შეძლებს თუ არა სამუშაოს დაუბრუნდეს. თვალიაშვილის განმარტებით, იგი რამდენიმე ადამიანმა ალყაში მოაქცია და სცემა.
გამოძიების ცნობით, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავს დაესხნენ ოპერატორს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რათა მას არ გადაეღო და არ გაევრცელებინა მათი აგრესიული ქმედებები.
პოლიციამ ბრალდებული 14 ივლისს დააკავა. ამ ეტაპზე „პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული.
მას ბრალდება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.