კახა კალაძის უფროსი ვაჟი მამაზე მოდურად გამოიყურება – შოკის მომგვრელი ფოტო

© Facebook / Kakha kaladzeკახა კალაძე ანუკი არეშიძე
კახა კალაძე ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
„ბუბუ 12“ – კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებულმა უახლესმა ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თბილისის მერის ოფიციალურ გვერდზე თინეიჯერი გოგონები გააქტიურდნენ. რა გახდა ამის მიზეზი?
კალაძე–არეშიძის ოჯახის უფროს ვაჟს 12 წელი შეუსრულდა. ლევან კალაძე გოგონების გულთამპყრობელი და უსიმპათიურესი ბიჭია. მას მშობლები მოფერებით „ბუბუს“ ეძახიან. სწორედ ამ სათაურით საკმაოდ ტრენდული ფოტო გამოაქვეყნა თბილისის მერმა. დაბადების დღის მილოცვის გარდა, კახა კალაძის „ფოლოვერები“ აღტაცებას ვერ მალავენ. თბილისის მერის უფროსი ვაჟი განსაკუთრებულად გამოიყურება.
აი, რას წერენ და როგორ ულოცავენ ოჯახს ლევანის იუბილეს: „რა მაგარი ბიჭია, სიტყვები ზედმეტია“; „გილოცავთ, ძალიან სიმპათიურია!“; „თვალებს ვერ ვუჯერებ - რა ბიჭია!“; „უსიმპათიურესი ბიჭი, Ბედნიერი მომავალი Ბუბუს“.
კალაძე–არეშიძის წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 6 წლის ვაჩე.
პანდემიამ ანუკი არეშიძის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. გადატვირთული რეჟიმი პოზიტიური დინამიკით გრძელდებოდა, მანამ, სანამ მკაცრი შეზღუდვები დაწესდებოდა. შეზღუდვების პერიოდშიც ანუკიმ დრო არ დაკარგა და ახალი ბრენდის შექმნას შეუდგა. მისი შთაგონების წყარო ნიკოლა კალაძე აღმოჩნდა. ბრენდს Nicolas Kidswear დაარქვა, რომელშიც ანუკის დიზაინით შექმნილი სამოსი იყიდება. თანაც პოპულარულმა ქალბატონმა გოგონების ხაზიც შექმნა. მან გულახდილად აღიარა, რომ გოგონას გაჩენა სურს, რადგან შექმნილი ლამაზი სამოსიც უბიძგებს ამისკენ.
ანუკი არეშიძის ერთი ჩვეულებრივი დღე ოთხი ვაჟიშვილის გარემოცვაში იწყება და სრულდება. მათგან ყველაზე უმცროსი, ნიკოლა კალაძე სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ყოველდღე ფანჯარასთან ელოდება. კახა კალაძეს და ნიკოლას განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება აკავშირებთ. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.
ყველა ახალი ამბავი
0