01:51 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (697)
4047 0 0

პოპულარულმა მსახიობმა გულისტკივილზე საჯაროდ ისაუბრა. რა აწუხებს ია ფარულავას და რატომ ეშინია საკუთარი გარეგნობის? წარმოუდგენელია, მაგრამ საქართველოში სილამაზითა და ელეგანტურობით განთქმულ ია ფარულავას საკუთარი გარეგნობა აღარ მოსწონს.

„ფარული კონვერტის“ გადაღებამდე მსახიობი სილამაზის სალონს ეწვია, რომელშიც ქალბატონები გაესაუბრნენ. მეგობარმა ია ფარულავას მოულოდნელად გამოთქმული სიტყვები გაიგო და სექს-სიმბოლო კამერის ობიექტივის სამიზნეში ამოიღო. ამ დროს ია ფარულავა სალონის სტუმარს უყვება, რომ საკუთარი ვიზუალი აშინებს, რაზეც უცნობი ქალი კომპლიმენტებით პასუხობს. „სარკეში რომ ვიყურები, მეშინია! არ მინდა ვიცოდე, რომ ეს მე ვარ“, – ამბობს ია.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava)

54 წლის სუპერპოპულარულ ტელესახეს საკუთარი გარეგნობა აღარ აკმაყოფილებს. ამის გამო წამყვანი სხვადასხვა ესთეტიკურ ცენტრს ყოველდღიურად მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ ია ერთ-ერთი „ანტიეიჯ“ კლინიკის სახეა, თავის მოვლის საშუალებების გამოყენებით არ იღლება.

ხმაურიანი ტელევარსკვლავის პიროვნულ თვისებებზე დღემდე არ წყდება ჭორ-მართალი. ია ფარულავას პირადი ცხოვრება სკანდალებითაა სავსე. საზოგადოებას მსახიობი გულახდილობის გამო განსაკუთრებულად უყვარს. ის კადრს მიღმა მოვლენებს შელამაზების გარეშე აქვეყნებს და „ფოლოვერებს“ რუტინულ ცხოვრებასაც უზიარებს. ამჯერად მან მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც თაყვანისმცემლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava)

ტელესახე სამჯერ იყო დაოჯახებული. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი აღმოჩნდა და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მან სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ლეგენდარული რობერტ დე ნირო.

თემები:
ქართველი სელებრითები (697)

მთავარი თემები