13:09 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)
80 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.398-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 382.734-ს მიაღწია.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.398 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 813 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 115, ქვემო ქართლი – 94, აჭარა – 93, კახეთი – 84, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 59, შიდა ქართლი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19, გურია – 9.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.164 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 362.491-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.503-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 14.714 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.838 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.326, აჭარაში – 200, იმერეთში – 431.

756 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 166 პირი, მათგან თბილისში – 126 აჭარაში – 3, იმერეთში – 7. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.065 ადამიანი, მათ შორის 790 – თბილისში, 267 – აჭარაში. 9.811 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9.947 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3.528, იმერეთში – 1.086, აჭარაში – 1.122.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.398-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 382.734-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)

მთავარი თემები