COVID-19 საქართველოში – 15 ივლისის მონაცემები

© photo: Sputnik / Evgeniy Epanchincev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 362.491 ადამიანი, გარდაიცვალა 5.503, აცრილია 324.802 პირი, ერთ დღეში აიცრა 7.228 ადამიანი.
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.398-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 382.734-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 362.491 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.164), გარდაიცვალა – 5.503 (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.838 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.065 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 30.867კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16.167, PCR–ტესტით – 14.700.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,53%, ბოლო 14 დღის – 4,21%, ბოლო 7 დღის – 4,65%.
სულ აცრილია 324.802 პირი, ერთ დღეში აცრილია 7.228 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0