07:38 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (2086)
91 0 0

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის, ოდიშელიძის, ზემო ვეძისის, ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესისი, ისაკაძის, ვაზისუბნის, თამარაშვილის, კარტოზიას, იოსელიანის, ფხაკაძის, ანჯაფარიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინწკირველის, ცქიტიშვილის, კახიანის, ურიდიას, წაღვერის, ძმობის, კისისხევის, ქებურიას, ბიჩინაშვილის, წრომის, უიარაღოს, ნოსტეს, კელაპტრიშვილის, მესხის, ხუდადოვის და სტურუას ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინწკირველის, ცქიტიშვილის და კახიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, საკანდელიძის და იმედაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოხუმის და ზუგდიდის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქრაძის და მეუნარგიას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და კვაჭანტირაძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ორხევის დასახლების, შანდორ პეტეფის, კალოუბნის, აბაშვილის, ახვლედიანის და ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ბროსეს, ალექსი-მესხიშვილის და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (2086)

მთავარი თემები