„ყვავილებზე უარს არ ამბობს...“ - აქვს თუ არა საეჭვიანო ლევ დენგოვს? - ქეთას დედის პასუხი

© courtesy of Keti Topuriaქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად
ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
ქეთა თოფურიას დედა შვილის და სიძის ურთიერთობაზე პირველად საუბრობს. ნახეთ აქვს თუ არა საეჭვიანო ბელორუს ბიზნესმენს და როგორი ცოლია ქეთა
ქეთა თოფურიას დედა, ნატა ბუცხრიკიძე ჟურნალ „სარკესთან“ ქალიშვილის ცხოვრების შესახებ საუბრობს და კითხვაზე, ხომ არ ეჭვიანობს მისი მეუღლე ლევ დენგოვი, აცხადებს რომ მას საეჭვიანო არაფერი აქვს, რადგან ქეთა არასდროს თანხმდებოდა ძვირფას საჩუქრებზე, რადგან უნდოდა ყველაფრისთვის თავად მიეღწია, კონცერტებზე კი ყვავილებზე უარს არ ამბობს.
ნატა ბუცხრიკიძის თქმით, ქეთას უყვარს ოჯახური სიმყუდროვე, არ არის კლუბების სტუმარი და არც მოდურ „ტუსოვკებზე“ დადის. მისმა მეუღლემ იცის, ვინ მოიყვანა ცოლად. პოპულარული მომღერალი რომაა და თაყვანისმცემლები ეყოლება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე რომ, არ ეჭვიანობს.
ნატას თქმით, ქეთა „გიჟი დედაა“: „საერთოდ უნდა, მრავალშვილიანი დედა იყოს. მარტო გაიზარდა, სულ ოცნებობდა, და ან ძმა ჰყოლოდა. ახლა ფიქრობს, თავად გააჩინოს ბევრი შვილი. ღმერთმა ქნას, ხელი არაფერმა შეუშალოს…“ - ამბობს ქალი.
ქეთა თოფურია, 2005 წელს A'Studio-ს ვოკალისტად დამტკიცების შემდეგ, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მომღერალმა საცხოვრებლის დიზაინი რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს ლელა ქავთარაძეს მიანდო, მოგვიანებით წყნეთის სახლიც ლელა ქავთარაძეს ააშენებინა, რომელიც წლებია რუსეთში მოღვაწეობს და იქ საკმაოდ წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა.
მას შემდეგ, რაც მომღერალ ქეთა თოფურიასა და ბიზნესმენ ლევ დენგოვის წყვილი პაპარაცებმა 2020 წლის დეკემბერში დუბაის სანაპიროზე დააფიქსირეს, მალევე ფარდა აეხადა საიდუმლოს, რომ მომღერალი ორსულად იყო, და იანვარში ქვეყანას ვაჟიც მოავლინა. მომღერალი ქეთა თოფურია და მისი რჩეული ლევ დენგოვი უკვე რა ხანია, როგორც წყვილი, ყურადღების ცენტრში არიან. ქეთა მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ ფორმაში მალევე ჩადგა. ის ჩვეულ დახვეწილ სტილს არ ღალატობს. ქეთა და მისი რჩეული ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად არ აქვეყნებენ.
წყვილმა გასული წლის მიწურულს იქორწინა. პანდემიის გამო მომღერალმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, სადაც სტუმრები მხოლოდ ერთი მაგიდის ირგვლივ შეიკრიბნენ. გამორჩეულ ადამიანებს შორის მოხვდნენ ქეთას უახლოესი მეგობრები, რუსეთში მცხოვრები დიზაინერი არტურ არუთინოვი, ფოტომოდელი მიმი შელია, ასევე დიზაინერი ლიკა ალადაშვილი, ქეთას დედა და ქეთას ბავშვობის მეგობარი ნუცა ბერიძე, რომელიც ასევე რუსეთში მოღვაწეობს.
ყველა ახალი ამბავი
0