07:06 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (437)
34 0 0

საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დრომდე გადაადგილება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო იყო შეუძლებელი.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 1-72 კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ უხვი ნალექის და ნისლის გამო გუშინ აიკრძალა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ცნობით, 13-15 ივლისს საქართველოში წვიმას ელჭექით, სეტყვასა და ქარის გაძლიერებას ვარაუდობდნენ.

აღნიშნული საავტომობილო გზა რთული რელიეფის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (437)

მთავარი თემები