ნახეთ როგორ მოუხდა ცხვირის ოპერაცია „იკანათიას“ ნათიას - ფოტოები

© Photo: IKa NaTia PaGe / FBირაკლი სტურუა და ნათია წიქარიძე
ირაკლი სტურუა და ნათია წიქარიძე  - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
ირაკლი სტურუამ და ნათია წიქარიძემ ერთმანეთი რვა წლის წინ თურქეთში გაიცნეს და ერთი ნახვით შეუყვარდათ...
ქართველი ინფლუენსერები და იუთუბერები იკა და ნათია ქართველი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წყვილია. მათ საერთო სოციალური ქსელი აქვთ და ხალხი მათ „იკანათიას“ სახით იცნობს. წყვილი აქტიური და ბევრისთვის საყვარელი ინფლუენსერია.
View this post on Instagram

A post shared by ikanatia (@ikanatia13)

რამდენიმე დღის წინ ნათიამ და იკამ 8 წლის წინანდელი ოცნება აიხდინეს და საკუთარი სახლი იყიდეს. ამ ამბიდან მალევე, ნათიას დაბადების დღის წინა დღეს, ინფლუენსერმა მოულოდნელად სურათი გამოაქვეყნა და ხელმომწერებს ახარა, რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.
View this post on Instagram

A post shared by ikanatia (@ikanatia13)

რინოპლასტიკამ კარგად ჩაიარა, ნათიამ რამდენიმე საათში ენერგია აღიდგინა და ლაივში ხელმომწერებსაც ესაუბრა. ღამის 12 საათზე კი დოლბანდებითა და ფერადი საღამურებით ნათიამ დაბადების დღე აღნიშნა. Happy birthday to me – დაწერა ინფლუენსერმა „ინსტაგრამზე“.
View this post on Instagram

A post shared by ikanatia (@ikanatia13)

იმავე საღამოს სახლიდან იკამაც მოულოცა მეუღლეს დაბადების დღე და თბილი ტექსტით „ინსტაგრამის“ „სთორიში" ყველაფერი საუკეთესო უსურვა. „ახლა მინდა შენ გვერდით ვიყო, მაგრად ჩაგეხუტო და გითხრა, რომ მაბედნიერებ“, – წერს ირაკლი „სთორიში“.
View this post on Instagram

A post shared by ikanatia (@ikanatia13)

როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, ნათია ამ ოპერაციას დიდი ხანი ელოდა და ეს დიდი ცვლილება სწორედ საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია. იკანათია უკვე წლებია ცოლქმარი არიან, წყვილს პატარა გოგონა ჰყავს და სოციალურ ქსელში თანდათან უფრო და უფრო წარმატებული ხდებიან. ცხვირის ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ ნათიას ფოტოებში აშკარა სხვაობაა. ვლოგერს ოპერაცია აშკარად მოუხდა.
ყველა ახალი ამბავი
0