05:19 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (627)
36020

თიკა ფაცაციამ საზოგადოებას გაუმხილა, რატომ არ ჩანდა მცირე პერიოდი არც ტელევიზიაში და არც სოციალურ ქსელებში

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. ამის შესახებ ფაცაციამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა და აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელდა, თუმცა მისგან განსხვავებით მისმა ახლობლებმა დაავადება მძიმედ გადაიტანეს.

ფაცაციას თქმით, ამჯერად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა დაავადება და ანტისხეულებიც ჰქონდა, თუმცა არ აცრილა და ალბათ აცრაა ერთადერთი გამოსავალი, არ დაავადდე და შემდეგ სხვას არ გადასდო ეს ვერაგი ვირუსი. მისი თქმით, პირველად კორონავირუსი 9 თვის წინ ჰქონდა.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

ცნობილი ტელესახისთვის გასული 2020 წელი არც ისე შესაშური გამოდგა, მიუხედავად ამისა, თიკა მალევე დაუბრუნდა საყვარელ საქმეს. ყოფილი მომღერალი თვითიზოლაციაში ორჯერ მოხვდა. ერთხელ ცნობილ კოლეგებთან არჩილ სოლოღაშვილთან და გვანცა დარასელიასთან ერთად, როდესაც კორონავირუსზე ეჭვი ჰქონდათ და მეორედ უკვე სრულიად მარტო. დაბადების დღეც მარტოობაში გაატარა.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

დაუჯერებელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას 39 წელი შეუსრულდა. მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი გარეგნობით უამრავ ადამიანს ხიბლავს. სამი ვაჟის დედა შეუდარებლად გამოიყურება და ამაზე არავინ დავობს. სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი Instagram-გვერდი ულამაზესი კადრებითაა სავსე. განსაკუთრებულ ყურადღებას თიკას ოჯახი იქცევს.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

თიკა ფაცაცია დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოფილი მოდელის ძველ ფოტოებზე თიკას ბუნებრივი სილამაზე კარგად ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. ყველას აინტერესებს თიკა ფაცაციას ყოველდღიური ცხოვრება. მისი მიმზიდველი გარეგნობა, ჩაცმულობა, დახვეწილი მანერები და საუბრის სტილი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და ამ გადაცემებს რეიტინგიც შესაბამისი აქვს.

თემები:
ქართველი სელებრითები (627)

მთავარი თემები