კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Olga Kiknavelidzeთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.663-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 381.336-ს მიაღწია.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.663 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 988 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კახეთი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: კახეთი - 122, იმერეთი - 121, აჭარა - 107, ქვემო ქართლი - 95, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 71, შიდა ქართლი - 55, მცხეთა-მთიანეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 25, გურია - 15.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 769 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 361.327-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 13 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.492 -ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 14.491 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.753 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.297, იმერეთში - 419, აჭარაში - 183.
721 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 175 პირი, მათგან თბილისში – 126 აჭარაში - 3, იმერეთში - 10. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 952 ადამიანი, მათ შორის 705 - თბილისში, 242- აჭარაში. 9.786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9.467 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3.315, პირი, იმერეთში - 1.062, აჭარაში - 1.010.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.663-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 381.336-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0