პატრიარქი: ჩვენც ვლოცულობთ ლექსოსთვის, მისი უკვდავი სულისათვის

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
სამძიმრის წერილში პატრიარქი ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებს მიმართავს და ახალგაზრდა ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს, სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.
„TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს არეულობის დროს სასტიკი ცემის შემდეგ მეექვსე დღეს, კვირას, დილით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ის თბილისში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე არეულობის დროს სასტიკად სცემეს. ოპერატორს დაუმსხვრიეს სახის ძვლები, დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. ის რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა.
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
საქართველოს საპატრიარქო წუხს საზოგადოების პოლარიზაციის გამო
„ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისათვის, მით უმეტეს, ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა. დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის. ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება. ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ შინაგანი მშვიდობა და მხნეობა. ღმერთმა დალოცოს ლექსოს ცოლ-შვილი“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოიყვანა. მასმედიის წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქციაზე მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს. ისინი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. თუ მინისტრთა კაბინეტი ორშაბათს შუადღემდე არ გადადგება, მაშინ 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქცია გაიმართება, სადაც ლიდერები თავიანთ გეგმებზე ისაუბრებენ.
ყველა ახალი ამბავი
0