„ბატიბუტა კუნთი ხარ...“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ქეთი ხატიაშვილის შეყვარებულს დაუპირისპირდა

© Facebook / Nanuka Zhorzholiani's Showნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
მორაგბე დავით კაჭარავა ცნობილი ტანმოვარჯიშის და ტელეწამყვანის ქეთი ხატიაშვილის შეყვარებულია. მას ნანუკა ჟორჟოლიანი დაუპირისპირდა.
ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მორაგბე დავით კაჭარავას სოციალურ ქსელში უპირისპირდება. როგორც ჟურნალისტი წერს, „ქართულმა ოცნებამ“ კაჭარავა იმის გამო ჩასვა პარტიულ სიაში, რომ მუშტი აქვს და ხალხის ცემა შეუძლია.
„მიხვდი რატომ ჩაგსვეს სიაში? იმიტომ რომ ბატიბუტა კუნთი ხარ, მუშტი გაქვს და ხალხის ცემა შეგიძლია. ხედავ რაში გამოგიყენეს? ჩხუბში! არადა შეგეძლო ყველას ყვარებოდი!“ – დაწერა ჟორჟოლიანმა.
View this post on Instagram
A post shared by Keti 💫 (@ketevan_khatiashvili)
დავით კაჭარავას და ცნობილი ტანმოვარჯიშის ქეთი ხატიაშვილის ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის. ისინი რამდენიმე თვის წინ შერიგდნენ და ახლა ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ. როცა დავით კაჭარავა „ქართული ოცნების” სიაში მოხვდა, ქეთიმ მის გადაწყვეტილებაზე საუბარი ჟურნალისტებთან არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ ყოფილ სპორტსმენს ქვეყანაზე გული შესტკივა და ახალ გამოწვევებს პასუხისმგებლობით მოეკიდა.
ყოფილი მორაგბე და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ყვითელი პრესის ობიექტივში პირველად 2018 წელს მოექცა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ მორაგბე ცნობილ ტანმოვარჯიშეს, უმშვენიერეს ქეთევან ხატიაშვილს ხვდებოდა და წყვილი გრძნობებს აღარ მალავდა.
ყველა ახალი ამბავი
0