04:43 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (45)
47 0 0

ამ დროისათვის დაცვის პოლიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც შენობაში ჟურნალისტების შეშვებას ცდილობენ.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ და დეპუტატებთან შეხვედრა მოითხოვეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ოპოზიციის დეპუტატებმა, ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის" დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა და სხვა ჟურნალისტებმა შესვლა სცადეს.

სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება, ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

პარლამენტის სპიკერის ადგილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა თინა ბოკუჩავამ, ელენე ხოშტარიამ, ლელა ქებურიამ, ხათუნა სამნიძემ, ანა ნაცვლიშვილმა დაიკავეს, რომლებმაც ტრიბუნაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდეს.

მანდატურები დარბაზიდან ოპოზიციის ნაწილის გაყვანას ცდილობენ.

პარლამენტის პლენარული სხდომა შეწყდა.

პარლამენტში შეჭრამდე ჟურნალისტებმა გააკეთეს განცხადება, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ. მასმედიის წარმომადგენლები ქუჩაში ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიყვანა, რომელიც 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას სასტიკად სცემეს. იგი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა. აქციის მონაწილეების განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ვერ შეძლო არეულობისას საკუთარი მოქალაქეების დაცვა.

თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (45)

მთავარი თემები