„მარტში ისეთი შეტევები დამეწყო...“ – ნანუკა ჟორჟოლიანმა საიდუმლოს ფარდა ახადა

© courtesy of Nanuka Zhorzholianiნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
ცნობილი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით წერს და საზოგადოებას გულისტკივილს უზიარებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში დედის გარდაცვალების დღეს სოციალურ ქსელში იხსენებს. ნანუკას თქმით, დედის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა და როგორც კი ეს ამბავი ახსენდება, „ტვინი ისე კეტავს ამბავს, რომ ამ დრომდე ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ დედა აღარ ჰყავს“.
„მარტში ისეთი შეტევები დამეწყო, მივხვდი, რომ ამის მიზეზი ტვინის და გულის სიღრმეში გადამალული ამბავია, რომელმაც ფეთქვა დაიწყო, აი, ანთების დროს რომ კბილმა იცის, ასე შემაწუხებლად ფეთქავდა ჩემი ტვინი და გული, რასაც მთელი ორგანიზმის განგაში მოჰყვა, მაგრამ ფაქტის გააზრების უფრო მეშინია. და უფრო მეტად მეშინია, რომ შევეჯახები მარიამის ტკივილს და სიცარიელეს. ზუსტად ერთი წლის წინ და ზუსტად ამ დღეს მითხრეს, რომ დაჯის გული გაჩერდა და ცხოვრებაში პირველად, ზუსტად იმ დღეს არ ვიცოდი, ცხოვრება როგორ გამეგრძელებინა. მე ძალიან კარგი დედა მყავს, ყველაზე კარგი დედა მთელ დედამიწაზე", – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობილ ჟურნალისტს დედა გასული წლის ივლისში გარდაეცვალა. დარეჯან დაუშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა, რომლის შესახებაც ოჯახმა მის გარდაცვალებამდე ხუთი თვით ადრე გაიგო.
ნანუკა პირველად სტუდენტობისას დაოჯახდა. პირველ ქალიშვილთან ერთად ლექციებს ესწრებოდა და გადაღებებზე დადიოდა. იხსენებს, რომ პირველი ოჯახის დანგრევის წინააღმდეგი მამა იყო, რომელსაც ირგვლივ მყოფთა რეაქციების ერიდებოდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ხმამაღლა არაერთხელ ისაუბრა საკუთარ გადაცემასა და სხვა თოქშოუებში.
ყველა ახალი ამბავი
0