08:52 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (674)
177 0 0

ცნობილ ჟურნალისტს და ახლა უკვე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს მოულოდნელმა სიურპრიზმა გული აუჩუყა.

ეკა ხოფერია ცნობილი ქართველი ჟურნალისტია. ის ცოტა ხნის წინ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. სწორედ თანამშრომლების მიერ მოწყობილი სიურპრიზის ვიდეო გამოაქვეყნა მან სოციალურ ქსელში. როგორც აღმოჩნდა, ეკა ხოფერიას დაბადების დღე წინასწარ მიულოცეს და საჩუქარიც აჩუქეს. „ჩემი დაბადებს დღე, მართალია, 9 ივლისსაა, მაგრამ დღეს ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, სასწრაფოდ ჩამოდი მესამე სართულზე, ფინანსური საკითხი უნდა განვიხილოთო. ჩამოვედი და, აი, ეს სიურპრიზი დამხვდა“, – ამბობს ეკა.

ეკა ხოფერიას დიდი ოჯახი ჰყავს. უფროსი ქალიშვილი ანანო ლევიძე პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ეკა სხვადასხვა ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ თავიდან ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა კი გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან.

ანანოს გარდა, ეკა ხოფერიას მეორე მეუღლესთან მიშა ხუჯაძესთან კიდევ ორი ვაჟი შეეძინა. ეკა ხოფერიას ქალიშვილი ესპანეთში სწავლობს. მანამდე მშვენიერი გოგონა ინგლისში ცხოვრობდა და ბიზნესის კურსს ეუფლებოდა. ანანო ლევიძემ სკოლა წარჩინებით დაასრულა. მისი ბანკეტის ფოტოები სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. დედა-შვილი ნამდვილად შეუდარებლად გამოიყურებოდა.

თემები:
ქართველი სელებრითები (674)

მთავარი თემები