https://sputnik-georgia.com/20210712/martvilis-kaniontan-savachro-pavilionebi-moewyoba-252287745.html
მარტვილის კანიონთან სავაჭრო პავილიონები მოეწყობა
მარტვილის კანიონთან სავაჭრო პავილიონები მოეწყობა
Sputnik საქართველო
გასულ წელს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში პროექტების დაფინანსებისთვის მთლიანობაში 836 ათასზე მეტი ლარი გამოიყო. 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T11:05+0400
2021-07-12T11:05+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286011_10:0:2048:1152_1920x0_80_0_0_9b854b74b07e78db478c4a49834096b4.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მარტვილის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო პავილიონები მოეწყობა, ნათქვამია სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ახალი სავაჭრო პავილიონების მოწყობა ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობისკენაა მიმართული. ანალოგიური პროექტი ხორციელდება აბაშის რაიონის სოფელ ქოლობანში, ცენტრალური გზის მიმდებარედ.პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში განხორციელდება.მიმდინარე სამუშაოებსა და უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს რეგიონის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორ ოთარ კონჯარიასთან ერთად გაეცნო.მარტვილის კანიონი
სახელმწიფო რწმუნებული მარტვილის შემდეგ სენაკში, ნოქალაქევის კომპლექსის მახლობლად თოკების პარკის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. თოკების პარკი გასულ წლის შემოდგომაზე გაიხსნა და დღეისთვის რეგიონში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია.გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში რეგიონში კიდევ სამი პროექტი დაფინანსდა – უკვე დასრულებულია ზუგდიდში ეთნოცენტრი, ფოთში მარტოწყალას ტბაზე სპორტული თევზჭერის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მესტიაში კლდეზე ცოცვის ატრაქცია.გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286011_216:0:2048:1152_1920x0_80_0_0_7e8644dd0e1d12098fc5e8d2033738b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
მარტვილის კანიონთან სავაჭრო პავილიონები მოეწყობა
11:05 12.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) გასულ წელს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში პროექტების დაფინანსებისთვის მთლიანობაში 836 ათასზე მეტი ლარი გამოიყო.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მარტვილის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო პავილიონები მოეწყობა,
ნათქვამია სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახალი სავაჭრო პავილიონების მოწყობა ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობისკენაა მიმართული. ანალოგიური პროექტი ხორციელდება აბაშის რაიონის სოფელ ქოლობანში, ცენტრალური გზის მიმდებარედ.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში განხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებსა და უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს რეგიონის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორ ოთარ კონჯარიასთან ერთად გაეცნო.
სახელმწიფო რწმუნებული მარტვილის შემდეგ სენაკში, ნოქალაქევის კომპლექსის მახლობლად თოკების პარკის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. თოკების პარკი გასულ წლის შემოდგომაზე გაიხსნა და დღეისთვის რეგიონში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია.
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში რეგიონში კიდევ სამი პროექტი დაფინანსდა – უკვე დასრულებულია ზუგდიდში ეთნოცენტრი, ფოთში მარტოწყალას ტბაზე სპორტული თევზჭერის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მესტიაში კლდეზე ცოცვის ატრაქცია.
გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს.