COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 659-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 377.811-ს მიაღწია.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 659 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 441 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 75, იმერეთი – 37, კახეთი – 29, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 26, შიდა ქართლი – 17, ქვემო ქართლი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 7, გურია – 1.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 713 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 359.939-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 16 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.468-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 12.378 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.740 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.995, აჭარაში – 421, იმერეთში – 187.
729 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 170 პირი, მათგან თბილისში – 123, იმერეთში – 8, აჭარაში – 2.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 902 ადამიანი, მათ შორის 655 – თბილისში, 242 – აჭარაში. 7.736 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 59, ხოლო აჭარაში – 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8.447 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2.997 პირი, იმერეთში – 1.036, აჭარაში – 785.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 659-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 377.811-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0