06:31 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
82 0 0

თბილისი კვლავ პროტესტებმა მოიცვა - ამჯერად რუსთაველის გამზირი დაიკავეს ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც ხელისუფლებას ბრალდებებს უყენებენ.

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. პარლამენტთან 18:00 საათზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო მიტინგი, რომელიც ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა დაანონსეს.

პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის სიმბოლო არის წითელი, სისხლის ფერი - ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც თბილისში 5 ივლისს დაშავდნენ. ბევრი მისულია მაისურებით, რომელიც წითელი საღებავითაა შეღებილი.

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მონტაჟდება სცენა და დინამიკები.

ადგილზე ბევრი ახალგაზრდაა, იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები, ოპოზიციური ტელეარხების ხელმძღვანელები, ჟურნალისტებიც აქციის მონაწილეების რიგებში დგანან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ნაწილი დგას ქრისტიანულ ჯვართან, რომელიც აქ რამდენიმე დღის წინ ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა როგორც ტრადიციული ფასეულობების დაცვის სიმბოლო დადგეს.

ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეების კონტრაქციის გაშუქებისას ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

პირველმა პირებმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს, ხოლო ოპოზიციამ ხელისუფლება 5 ივლისს უმოქმედობაში დაადანაშაულა, როდესაც ქალაქი არეულობებმა მოიცვა და მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ძალადობის ობიექტი გახდა.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.

სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.

მთავარი თემები