რუსთავში 26 ოჯახს დაუკანონებელი ფართების პრობლემა მოუგვარდა

© Sputnik / STRINGERრუსთავი
რუსთავი - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფართების დაკანონების სურვილი აქვს, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მაქსიმალური თანადგომა ექნება.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ იმ მოქალაქეებს, ვისაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდა, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადასცა, ნათქვამია რუსთავის მერიის განცხადებაში. 
ამჯერად საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ თანხმად, ერთ ლარად ტერენტი გრანელის და დავით გარეჯის ქუჩებზე მცხოვრებ 26 ოჯახს გადაეცა. აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებ ოჯახებს ბინის კანონიერი ფლობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდებათ.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებაც ათწლეულების განმავლობაში არ ხერხდებოდა, რუსთავში უკვე 229 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში.
 
ყველა ახალი ამბავი
0