https://sputnik-georgia.com/20210709/meriam-kontraqtirtan-xelshekruleba-gawyvita-252261203.html
თავი ვერ გაართვეს – თბილისის მერიამ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა
თავი ვერ გაართვეს – თბილისის მერიამ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა
Sputnik საქართველო
კომპანიამ დადგენილ ვადებში ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დასრულებისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება. 09.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-09T10:49+0400
2021-07-09T10:49+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
თბილისის მერია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474777_0:304:3000:2000_1920x0_80_0_0_6c592275c3088edcab1070ad49e19f3c.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიამ სამგორში მრავაფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებელ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე. საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია, რომელთა მშენებლობაც სამგორსა და დიდ დიღომში უკვე დაწყებულია, ითვალისწინებს ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების, ფიტნეს–ზონების, აუზების, მედიათეკის, კაფესა და დასასვენებელი სივრცის მოწყობას.კალაძის თქმით, სამგორში ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.„მრავალფუნქციური კომპლექსები ძალზე კარგი იდეაა, სადაც ყველა ეს შესაძლებლობები ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მაგრამ ერთ-ერთ ობიექტზე პრობლემები შეიქმნა – კონტრაქტორი (სამწუხაროა, რომ ასეთი კომპანიები არსებობს) ვერ გაუმკლავდა სამუშაოებს“, – განაცხადა კალაძემ.მისი განმარტებით, სამუშაოები 2021 წლის 17 ივნისისთვის – 610 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ავანსის სახით კომპანიამ პროექტის ღირებულების 25% – 2.989.996 ლარი მიიღო. იგი ასევე სარგებლობდა ყველა იმ შეღავათით, რომელიც პანდემიის პირობებში ყველა ეკონომიკური სუბიექტისთვის იყო დადგენილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამუშაოები არ შესრულდა. გარდა ამისა, მერის განცხადებით, ობიექტზე მუდამ ფიქსირდებოდა მუშახელისა და სამშენებლო მასალების უკმარისობა. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ რამდენჯერმე მიიღო სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, გამოყენებული იქნა ასევე საჯარიმო სანქციები. დღეისათვის სამუშაოების ღირებულების 27,9%-ია ათვისებული.„ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მიუღებელია. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია მიზანშეწონილად აღარ თვლის კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას და მასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ჩვენ დარჩენილი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებაზე ვმუშობთ, ობიექტის მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.ანალოგიური პროექტი ხორციელდება დიდ დიღომში, სკოლა „ფესვების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო პროცესი პროექტისა და გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობს. ობიექტის სამშენებლო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება.
https://sputnik-georgia.com/20210708/Tbilisis-centrSi-istoriuli-Senobebis-restavracia-2023-wels-dasruldeba-252258416.html
https://sputnik-georgia.com/20210708/kaladze-tbilisshi-yviteli-marshuqkebi-agar-imozravebs-252255993.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474777_0:114:3000:2000_1920x0_80_0_0_5803be09662dd6b38a8acb6878934e29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, თბილისის მერია, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, თბილისის მერია, საქართველო
თავი ვერ გაართვეს – თბილისის მერიამ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა
10:49 09.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) კომპანიამ დადგენილ ვადებში ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დასრულებისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიამ სამგორში მრავაფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებელ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია, რომელთა მშენებლობაც სამგორსა და დიდ დიღომში უკვე დაწყებულია, ითვალისწინებს ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების, ფიტნეს–ზონების, აუზების, მედიათეკის, კაფესა და დასასვენებელი სივრცის მოწყობას.
კალაძის თქმით, სამგორში ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.
„მრავალფუნქციური კომპლექსები ძალზე კარგი იდეაა, სადაც ყველა ეს შესაძლებლობები ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მაგრამ ერთ-ერთ ობიექტზე პრობლემები შეიქმნა – კონტრაქტორი (სამწუხაროა, რომ ასეთი კომპანიები არსებობს) ვერ გაუმკლავდა სამუშაოებს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი განმარტებით, სამუშაოები 2021 წლის 17 ივნისისთვის – 610 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ავანსის სახით კომპანიამ პროექტის ღირებულების 25% – 2.989.996 ლარი მიიღო. იგი ასევე სარგებლობდა ყველა იმ შეღავათით, რომელიც პანდემიის პირობებში ყველა ეკონომიკური სუბიექტისთვის იყო დადგენილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამუშაოები არ შესრულდა.
გარდა ამისა, მერის განცხადებით, ობიექტზე მუდამ ფიქსირდებოდა მუშახელისა და სამშენებლო მასალების უკმარისობა. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ რამდენჯერმე მიიღო სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, გამოყენებული იქნა ასევე საჯარიმო სანქციები. დღეისათვის სამუშაოების ღირებულების 27,9%-ია ათვისებული.
„ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მიუღებელია. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია მიზანშეწონილად აღარ თვლის კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას და მასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ჩვენ დარჩენილი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებაზე ვმუშობთ, ობიექტის მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.
ანალოგიური პროექტი ხორციელდება დიდ დიღომში, სკოლა „ფესვების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო პროცესი პროექტისა და გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობს. ობიექტის სამშენებლო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება.