COVID-19 საქართველოში – 9 ივლისის მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 357.804 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.421, აცრილია 289.399 პირი, ერთ დღეში აიცრა 5.598 ადამიანი.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.108-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 374.836-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 357.804 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 714), გარდაიცვალა – 5.421 (ბოლო 24 საათში – 7), კარანტინის რეჟიმშია 78, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.285 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 936 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 23.895 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13.758, PCR–ტესტით – 10.137.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 3,47%, ბოლო 7 დღის – 3,89%.
სულ აცრილია 289.399 პირი, ერთ დღეში აცრილია 5.598 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0