09:16 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
110 0 0

როგორც საქართველოს შსს აღნიშნავს, პოლიციას თავისი წყაროებიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომ „თბილისი პრაიდის“ მარშის ქალაქის ცენტრში ჩატარებას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ ორგანიზაციას ალტერნატიული ადგილი შესთავაზა.

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. საქართველოს შსს-მ გაავრცელა სრული ვერსია 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების, რა დროსაც ჟურნალისტები და პოლიციელები დაშავდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ გასულ კვირას ლგბტ-საზოგადოების მხარდასაჭერად თბილისის ცენტრში 5 ივლისს „ღირსების მარშის“ ჩატარება დააანონსა. ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები 5 ივლისს, დილიდან კონტრაქციაზე შეიკრიბნენ და მიუხედავად იმისა, რომ მარშის ორგანიზატორებმა ღონისძიება გააუქმეს, აგრესიულად იქცეოდნენ. არეულობების დროს ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.

მომდევნო დღეს ჟურნალისტების მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან თბილისის მოსახლეობა, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ეს აქცია ლგბტ-ს მოწინააღმდეგეთა კონტრაქციის ფონზე გაიმართა. პოლიციამ კონტრაქციის მონაწილეთა შეკავება შეძლო.

5 ივლისი - შსს-ს ვერსია

საქართველოს შსს აღნიშნავს, რომ პოლიციამ თავისი წყაროებიდან მიიღო ინფორმაცია, რომ დედაქალაქის ცენტრში „თბილისი პრაიდის“ მიერ მარშის ჩატარებას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა და ორგანიზაციას ალტერნატიული ადგილი შესთავაზა.

„მათ დააფიქსირეს, რომ დემონსტრაციის გამართვა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე სურდათ. არაერთი სამუშაო შეხვედრის მიუხედავად, თბილისი პრაიდის წარმომადგენლების მხრიდან პოზიცია არ შეცვლილა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შსს-ს მტკიცებით, სხვადასხვა ჯგუფის კონტრაქციების შესახებ ინფორმაცია უწყებას წინასწარ ჰქონდა და მარშის ორგანიზატორებს მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე აფრთხილებდა.

ამასთან უწყებაში აღნიშნავენ, რომ 5 ივლისს, დილიდან რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიციის 3200 თანამშრომელი, მათ შორის, სპეცდანიშნულების ძალები. პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ სხვადასხვა ადგილზე, იქ, სადაც ლგბტ-ს მოწინააღმდეგეები იკრიბებოდნენ.

„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, მოულოდნელად, ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ჯგუფების წევრები გახდნენ აგრესიულები და დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

პოლიციის ვერსიით, თავდაპირველად, მათმა ნაწილმა პარლამენტის შენობის წინ სხვა საპროტესტო აქციის ფარგლებში განთავსებული კარვები დაშალა, პარალელურად მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფებმა ღიად აგრესიული თავდასხმები განახორციელეს მედიის წარმომადგენლების მიმართ. ადგილზე მყისიერად მოხდა საპოლიციო ძალების მობილიზება, სიტუაციის განეიტრალება და მედიის წარმომადგენლების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა. პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოულოდნელად დაიძრა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე მოძრაობის „სირცხვილია“ ოფისთან. უწყება აღნიშნავს, რომ ოფისში შეღწევა მათ სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად ვერ მოახერხეს.

ლგბტ-ს მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი ჯგუფი შეიჭრა „თბილისი პრაიდის“ ოფისში და დაარბია ის. დაზიანდა ნივთები და ინვენტარი.

უწყების განცხადებით, პოლიციას რეაგირება მოუწია თბილისის სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა საფრთხეზე. დახმარების თხოვნით ზარები შემოდიოდა სახალხო დამცველის, ევროკავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებიდან. ამავდროულად გრძელდებოდა აგრესია ჟურნალისტების მიმართ.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ ამ მომენტისთვის ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის დაკავებულია შვიდი ადამიანი, დანარჩენების ვინაობა ზუსტდება.

6 ივლისი - შსს-ს ვერსია

რაც შეეხება 6 ივლისს აქციაზე და კონტრაქციაზე განვითარებულ მოვლენებს, აღსანიშნავია, რომ მყისიერად მოხდა საპოლიციო ძალების, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების ძალების, დაახლოებით 3000 თანამშრომლის მობილიზება. დაახლოებით 6 საათის განმავლობაში პოლიცია ახერხებდა მასების მართვას, აგრესიული ჯგუფების დაკავებას და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, აღნიშნავენ უწყებაში.

უწყების მონაცემებით, ამ დღეს დააკავეს 100 ადამიანი, რომელთაგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დანარჩენები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

გარდა ამისა, შსს-ს მტკიცებით, გამოძიება დაწყებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე.

მთავარი თემები