00:13 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (697)
366 0 0

ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, რომელიც ამჟამად პარიზში ცხოვრობს, სოციალური ქსელის მომხმარებლებს „დიორის“ ჩვენებაზე გადაღებული ფოტო გაუზიარა.

პარიზში „დიორის“ 2021-22 შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. მას უამრავი სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყო მთელ მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტიც.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Khatia Buniatishvili (@khatiabuniatishvili)

ხატია ბუნიათიშვილი „დიორის“ ჩვენებაზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მოდის სფეროსთან ხატიას საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ის საერთაშორისო სამკაულების ბრენდი „კარტიეს“ ბრენდამბასადორია და მათ სარეკლამო კამპანიებში აქტიურად მონაწილეობს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Khatia Buniatishvili (@khatiabuniatishvili)

ამჟამად ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, არის საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე. ის ორჯერ გახდა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოს Echo Klassik ლაურეატი – 2012 წელს ფერენც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს ალბომისთვის „კალეიდოსკოპი", რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Khatia Buniatishvili (@khatiabuniatishvili)

ბუნიათიშვილმა სხვადასხვა ქვეყნის მრავალი დიდი სცენა დაიპყრო, არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Khatia Buniatishvili (@khatiabuniatishvili)

ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს და გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექვსი წლის იყო, როდესაც თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა კამერული ორკესტრის თანხლებით.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Khatia Buniatishvili (@khatiabuniatishvili)

კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე – პირველი პრიზი. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია, EchoKlassikAwards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას" წოდება მიიღო.

თემები:
ქართველი სელებრითები (697)

მთავარი თემები