გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება

© photo: Government of Georgia / FBამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება და ერთადერთი, რითიც შეიძლება ეპიდემიის შეჩერება, მასობრივი ვაქცინაციაა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან. 
ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
ლატვია საქართველოს კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინებს გადასცემს
„სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ეპიდვითარება უარესდება. ჩვენ ვიყავით პლატოზე და უკვე კვირაა, რაც ინციდენტობის მაჩვენებელი (ინფიცირების შემთხვევები – რედ.) ზემოთ მიიწევს. ყოველივე ამის ერთადერთი შემაკავებელი გზა მასობრივი ვაქცინაციაა, ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, აუცილებლად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 1.392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ქვეყანაში კორონავირუსის 372 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 356 ათასზე მეტი, ხოლო გარდაიცვალა 5.394 ადამიანი.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 277.872 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც 109.825 მოქალაქეს სრული ორი დოზა აქვს მიღებული.
 
ყველა ახალი ამბავი
0