სტიქია კახეთში: ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა

© photo: Lagodekhi / FBწყალდიდობა კახეთში
წყალდიდობა კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის ზიანი მიაყენა სტიქიამ ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების სოფლებს, ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს.
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის, ჩანტლისყურის, მთისძირისა და ჭიკაანის სოფლების მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარმა 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მოგლეჯილი ხეებისგან ჩახერგილი გზების გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდნენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიით დაზარალებულ სოფლებში დილიდან მუშაობს.
სტიქიამ ასევე დააზარალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი – უხვი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
 
ყველა ახალი ამბავი
0