06:38 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)
25 0 0

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით საქართველოს დახმარების შესახებ ჯერ კიდევ 7 ივნისს თბილისში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ლატვიის მთავრობა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გამოუყოფს, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა Twitter-ზე დაწერა.

„ლატვიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – საქართველოს, მოლდოვას, მონტენეგროს, ალბანეთსა და კენიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მიაწოდოს. ჩვენ ამ პანდემიასთან ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევით და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით გავიმარჯვებთ“, – წერს რინკევიჩსი. 

საქართველოსთვის ვაქცინების საჩუქრად გადაცემის შესახებ ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ივნისის დასაწყისში თბილისში ოფიციალური ვიზიტით ყოფნის დროს განაცხადა. როგორც მაშინ რინკევიჩსმა აღნიშნა, ლატვია საქართველოს 15 ათასამდე დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს. თუმცა როდის, კონკრეტულად რა რაოდენობის და რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო ლატვიისგან საჩუქრად, ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი. მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 277.872 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც 109.825 მოქალაქეს სრული ორი დოზა აქვს მიღებული.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)

მთავარი თემები